კომუნიკაციების კომისიის "მედიასკოლის სტუდიის" ახალ ნაკადს 10 სერტიფიცირებული ჟურნალისტი ჰყავს.
კურსდამთავრებულებმა მიიღეს უნიკალური შესაძლებლობა, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სრულიად უფასოდ დაუფლებოდნენ ჟურნალისტიკისთვის საჭირო ცოდნასა და უნარს, სპეციალურად მათთვის განკუთვნილ საინფორმაციო სამსახურში შეესწავლათ მედიაპროდუქტების დამოუკიდებლად შექმნა.
მედიასკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულებს პოტენციურ დამსაქმებლებთან რეკომენდაციასაც გაუწევს.