20 ივლისი 2026,   15:25
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატის გრანდიოზული დახურვის ცერემონია  და ვარსკვლავები, რომელიც მუნდიალის half-time show-ში მიიღებენ მონაწილეობას

ნიუ-ჯერსის MetLife Stadium-ზე ამ წუთებში მსოფლიო ჩემპიონატის გრანდიოზული დახურვის ცერემონია იწყება. ცერემონია სამი მასპინძელი ქვეყნის - ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და მექსიკის კულტურას, ტრადიციებსა და ფეხბურთს ერთ დიდ სანახაობად გააერთიანებს.

დახურვის ცერემონიის მთავარი მუსიკალური სტუმარი ამერიკელი მომღერალი პოსტ მელოუნი იქნება. სცენაზე, ასევე, გამოვლენ რობი უილიამსი, ნიკოლ შერზინგერი, აიშოუ-სპიდი და სხვა არტისტები. ცერემონიაში მონაწილეობას ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ კრუზიც მიიღებს.

ფინალური მატჩის დაწყებამდე ჯენიფერ ჰადსონი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს. მაყურებელი მოისმენს "კრისტოფერ მაკიოს" შესრულებულ სიმღერას "America the Beautiful," რომელიც ამერიკის 250 წლის იუბილეს მიეძღვნება.

ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენებაზე სუპერ ბოულის სტილის half-time show-ც გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ჯასტინ ბიბერი, მადონა, შაკირა, ქოლდფლეი, ბურნა ბოი და BTS.

ასე რომ, მსოფლიოს ყურადღება დღეს მხოლოდ საფეხბურთო ფინალისკენ არ იქნება მიპყრობილი. მატჩის დაწყებამდე და შესვენების დროს მაყურებელს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დახურვის ცერემონია და პირველი სრულმასშტაბიანი half-time show-მ შოუ ელოდება.

დღის ამბები