19 ივლისი 2026,   20:32
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, ირანის წინააღმდეგ ახალი საჰაერო დარტყმები დაიწყო.

შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, ირანის წინააღმდეგ ახალი საჰაერო დარტყმები დაიწყო.

"დარტყმების მიზანია, კიდევ უფრო შეასუსტოს ირანის შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას კომერციულ საზღვაო გადაზიდვებს ჰორმუზის სრუტეში და სწრაფად დასაჯოს "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ძალები, რომლებმაც გასულ ღამეს იორდანიაში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმა განახორციელეს," - აღნიშნულია განცხადებაში.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა კი, აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ ქუვეითში სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანეს - ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

"ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიამ დრონების გამოყენებით დარტყმები განახორციელა ალ-უდაირის ბანაკში მდებარე აშშ-ის ტერორისტული არმიის საბრძოლო მასალის საცავზე, ასევე ალი ალ-სალემის ბაზაზე განლაგებულ სამხედრო პერსონალზე."

თავდასხმა დაადასტურა ქუვეითის შეიარაღებულმა ძალებმაც, რომელმაც მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა. ირანიდან იერიშის ფონზე ქუვეითში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა.

დღის ამბები