19 ივლისი 2026,   09:26
ვრცლად
მგზავრობის შემცირებული დრო, გაზრდილი საგზაო უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა - სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებით 6 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

მგზავრობის შემცირებული დრო, გაზრდილი საგზაო უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა - სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებით 6 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ახალი მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლა მგზავრობას კიდევ უფრო სწრაფს და კომფორტულს გახდის.

სამტრედია-გრიგოლეთის საგზაო პროექტის ფარგლებში მოეწყო 12-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, აშენდა 6 ხიდი და 2 სატრანსპორტო კვანძი. ახალი მონაკვეთი დღეს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა და განვითარება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

ახალი გზა გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისა და მისი სოფლების ტერიტორიაზე გადის. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად გახსნილია ავტომაგისტრალის მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთებზე, პირველ მონაკვეთზე კი სამუშაოები გრძელდება. მესამე მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულება 324 მილიონ ლარზე მეტია.

მაგისტრალის ახალი მონაკვეთის მშენებლობაზე ისაუბრა საგზაო ინჟინერმა. როგორც საბა სვანიძემ აღნიშნა, გასულ წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ისარგებლა და საავტომობილო გზების დეპარტამენტში დასაქმდა.

მაგისტრალების მშენებლობასთან ერთად პრემიერ-მინისტრმა აქცენტი სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობაზეც გააკეთა. ირაკლი კობახიძემ აეროპორტების, რკინიგზისა და პორტების განვითარებაზეც ისაუბრა.

სამტრედია–გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი გზა ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთიდან იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან, სრულდება.

დღის ამბები