18 ივლისი 2026,   21:29
ვრცლად
"ფოთის ღია პირველობა აფროსნობაში 2026" დაიწყო

"ფოთის ღია პირველობა აფროსნობაში 2026" დაიწყო.საქართველოს აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით დაგეგმილ რეგატაში თბილისის, ფოთისა და ბათუმის საიალქნო კლუბების აფროსნები იღებენ მონაწილეობას.

რეგატა მალთაყვის სანაპიროზე ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ფოთმა, აფროსნობაში ფოთის ღია პირველობას პირველად შარშან უმასპინძლა. ტურნირი ხვალ დასრულდება.

დღის ამბები