18 ივლისი 2026,   22:11
ვრცლად
საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია რესპუბლიკის მოედანზე - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის ინგლისი და საფრანგეთი იბრძოლებენ

საფეხბურთო ზეიმი "რუსთავი 2-ზე"- მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. ღამის პირველ საათზე ინგლისი და საფრანგეთი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩს კი პირდაპირ ეთერში "რუსთავი 2" შემოგთავაზებთ. დღევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილის მატჩი საფრანგეთსა და ინგლისს შორის მხოლოდ პრესტიჟისთვის ბრძოლა არ არის.

ქართველ ქომაგებს "რუსთავი 2-ის" ეთერის მეშვეობით შეუძლიათ უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს ყველგან, სადაც ეკრანია, მათ შორის ფანზონებში და სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში. ერთ-ერთი ასეთი შეკრების ადგილი კი რესპუბლიკის მოედანია, სადაც "რუსთავი 2-ისა" და თბილისის მერიის ორგანიზებით დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, მოწყობილია ფანზონები და კვების სივრცეები.

დღის ამბები