სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ IT-სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობის კადრები მოიპოვა, ქუთაისის ციხეში რამდენიმე დღეა შიმშილობს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით თითქოს მას კადრების გაქრობით სასჯელის შემცირებას სთავაზობენ.
წარსულში ნასამართლევი გიორგი კვიცარიძე, კადრების გასაჯაროებამდე, 2025 წლის 31 დეკემბერს, იმერეთში, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისთვის დააკავეს. მას ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული - 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ამოუღეს.