17 ივლისი 2026,   16:07
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებებით ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო-ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუწყონ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის შემდგომ განვითარებას.

თურქმენულმა მხარემ სხვადასხვა სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების ინტერესი გამოთქვა.

შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა რეგიონული განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.

დღის ამბები