16 ივლისი 2026,   22:16
ვრცლად
გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა

გლობალური ადაპტაციის ინიციატივამ 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც ნოტერდამის უნივერსიტეტში იწარმოება, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად, გააუმჯობესონ მდგრადობა. კვლევის მიზანია დაეხმაროს მთავრობებს, ბიზნესებსა და თემებს ინვესტიციების პრიორიტეტულობის დადგენაში, რათა უფრო ეფექტური რეაგირება მოახდინონ მომავალ გლობალურ გამოწვევებზე.

ანგარიშის შედეგებს ავროკომისია რეგულარულად აქვეყნებს. ევროკომისიის განმარტებით კვლევითი ცენტრი მუშაობს ადაპტაციის შესახებ მსოფლიოს გაგების გასაუმჯობესებლად ცოდნის, პროდუქტებისა და მომსახურების მეშვეობით, რომლებიც ხელს უწყობს საჯარო და კერძო ქმედებებს, ასევე დაუცველ თემებში ინვესტიციებს.

კვლევის ფარგლებში განხორციელდა მსოფლიოს 192 ქვეყანაში არსებული ვითარების ანალიზი. 

წინა ანგარიშის მიხედვით, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზე, ევროპაში კი მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა ნორვეგიისა და დანიის შემდეგ. განახლებული ანგარიშის მიხედვით კი საქართველო ეკონომიკური მზაობით ევროპაში მეორე ადგილზე დაწინაურდა, მსოფლიოში კი კვლავ მეოთხე პოზიციაზეა.

2026 წლის განახლებული შეფასებით მსოფლიოს საუკეთესო ოთხეული ასე ჩამოყალიბდა: სამხრეთ კორეა, სინგაპური, ესტონეთი და საქართველო.

გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობის შეფასება ეფუძნება მსოფლიო ბანკის თემატურ კვლევებს, ბიზნესის კეთების და ბიზნესის მზაობის ანგარიშგებებს.

დღის ამბები