16 ივლისი 2026,   16:43
ვრცლად
ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის ყველგან აღდგენილია, ერთ კორპუსშია მხოლოდ დარჩენილი ამ პრობლემის მოგვარება, სადაც დროებით დადგმულია გენერატორი - თელავის საკრებულოს თავმჯდომარე

სტიქიის მეხუთე დღე თელავში - ქალაქში გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მძიმე ტექნიკასთან ერთად, პროცესში აქტიურად არიან ჩართულები როგორც ადგილობრივები, ისე სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მოხალისეები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები თელავში 3 ძირითად ადგილზე ხორციელდება, მათ შორის, გრძელდება თელავის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოებიც; მიმდინარეობს დამბის სათავე ნაგებობამდე მისასვლელი გზის გაჭრა. სამი დამბიდან ერთ-ერთთან მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია.

"მიმდინარეობს მუშაობა სამ ლოკაციაზე, ისევე როგორც ეპიცენტრში, ასევე მიდის მუშაობა სათავე ნაგებობასთან. მესამე დამბამდე მიყვანილია გზა და გრძელდება მეორე და პირველ დამბამდე მისასვლელი გზის მოწყობა. ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიებზე ყველგან აღდგენილია სასმელი წყლის მიწოდება. ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის ყველგან აღდგენილია, ერთ კორპუსშია მხოლოდ დარჩენილი ამ პრობლემის მოგვარება, სადაც დროებით დადგმულია გენერატორი და მისი საშუალებით ხდება მიწოდება", - აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე.

დღის ამბები