16 ივლისი 2026,   12:41
ვრცლად
ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა არავის გასვლია, იქნებიან ეს ე.წ. პოლიტიკოსები თუ კონკრეტული ძალები, ისინი მიდიან, ახლები ანაცვლებენ, მაგრამ საქართველო ყოველთვის რჩება - არჩილ გორდულაძე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ  მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებიც ეხმიანებიან.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, სტარმერი არის ადამიანი, რომელმაც საქართველო-ბრიტანეთის ისტორიაში საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯები პირველმა გადადგა.

"ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა არავის არ გასვლია, იქნებიან ეს ე.წ. პოლიტიკოსები თუ კონკრეტული ძალები, ისინი არიან, შემდეგ მიდიან ხოლმე, მათ ახლები ანაცვლებენ, მაგრამ საქართველო მაინც ყოველთვის რჩება. ზუსტად იგივეა დიდი ბრიტანეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მიმართ, რომელმაც ისტორიაში პირველად გაიბრძოლა დემოკრატიის წინააღმდეგ, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ, სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც ამ ყველაფერზე უარი უნდა ჰქონდეს წესით დიდი ბრიტანეთს ნათქვამი ძალიან დიდი ხნის წინ", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

 

დღის ამბები