15 ივლისი 2026,   19:09
ვრცლად
"ერთად აღვნიშნოთ ჩვენი საყვარელი გუნდის გამარჯვება" - ბათუმის ევროპის მოედანი ფეხბურთის მოყვარულებს მასპინძლობს

ფეხბურთს უყურებენ ყველგან, სადაც "რუსთავი 2-ია" - კიდევ ერთი ქალაქი, სადაც მუნდიალსა და "რუსთავი 2-ს" სპეციალურად მოწყობილ სივრცეში უყურებენ ბათუმია. ევროპის მოედანი ფეხბურთის მოყვარულებს ყოველდღიურად მასპინძლობს, რამდენიმე საათი მეორე ნახევარფინალისტის გამოვლენამდე და გულშემატკივრების სამზადისი ჩემპიონატის დაწყებამდე. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მისულ სტუმრებს, კვების ზონები, სპორტული აქტივობები, სცენა და დიდი ეკრანი დახვდებათ.

"საოცარი მსოფლიო ჩემპიონატი გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქში, ჩვენს თანაქალაქელებს და ბათუმის სტუმრებს ექნებათ საშუალება ერთად უყურონ და უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს. მოვუწოდებ ყველას მოვიდნენ და შემოუერთდნენ ამ საფეხბურთო ზეიმს. ერთად აღვნიშნოთ ჩვენი საყვარელი გუნდის გამარჯვება.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თამაშის პირდაპირი ტრანსლირება გადაიცემა "რუსთავი 2-ის" ეთერით. უღრმესი მადლობა "რუსთავი 2-ს" ამ მნიშვნელოვანი შესაძლოებისთვის," - აღნიშნა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

 

ავტორი: ია გოლიაძე

დღის ამბები