15 ივლისი 2026,   17:48
ვრცლად
"დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი საქართველოშია დაბრძანებული" - პატრიარქი

15 ივლისს ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა.

მსახურებქას მრევლთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საგანგებოდ დღესასწაულისთვის ზუგდიდში იმყოფება იერუსალიმის საპატრიარქოს მიტროპოლიტი.
წირვის დაწყებამდე დადიანების ისტორიული სასახლის საცავიდან ღვთისმშობლის წმინდა კვართი გამოაბრძანეს.
სასულიერო პირების და მრევლის მონაწილეობით შედგა მსვლელობა. მომლოცველებმა გაიარეს ქალაქის მთავარი გამზირი და წმინდა სამოსელი - ივერიის ღვთისმშობლის ხატი საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.

ამ დღის მნიშვნელობაზე ქადაგების დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ იქადაგა.

"დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი საქართველოშია დაბრძანებული. ძვირფასო ძმებო და დებო ეს გვაფიქრებს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე, ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს სულიერ შესამოსელზე.

ჩვენ, როდესაც მოვინათლეთ მივიღეთ ეს სულიერი შესამოსელი და როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული ქრისტეთი შევიმოსეთ, მაგრამ სამწუხაროდ ამ ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ამ სპეტაკ შესამოსელს ვაბინძურებთ ჩვენი ცოდვებით, ჩვენი ვნებებით, მცირედ მორწმუნეობით, სულმოკლეობით და ა.შ დღევანდელი დღე მოგვიწოდებს ჩვენ, რომ დავფიქრდეთ ამაზე და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს, რომ შეგვეწიოს ლოცვით და დაგვეხმაროს ჩვენი ვნებების დაღწევაში და ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის გასპეტაკებაში," - აცხადებს პატრიარქი.

დღის ამბები