მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ - ინფორმაციას საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
"სერვისით სარგებლობა ასევე შეეძლებათ იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჩაბარებული აქვთ გამოცდის პირველი ეტაპი და არ უსარგებლიათ გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლის უფლებით.