16 ივლისი 2026,   09:58
ვრცლად
ირანის ტერიტორიაზე სტრატეგიული ობიექტები იწვის - რთული ვითარებაა ჰორმუზის სრუტის სანაპირო ზოლზე და კუნძულ ქეშმზე

საჰაერო რეიდის შემდეგ ახლა ირანის ტერიტორიაზე სტრატეგიული ობიექტები იწვის. ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში: ბენდერ-აბასში, ბუშეჰრში და აბადანში - განადგურებულია მნიშვნელოვანი სამხედრო ინფრასტრუქტურა, სარადარო ქსელები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. უკიდურესად რთული ვითარებაა ჰორმუზის სრუტის სანაპირო ზოლზე და კუნძულ ქეშმზე, სადაც აშშ-ის გამანადგურებლების ავიაიერიშების შედეგად ენერგოობიექტებზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, სამიზნე საწვავის ტერმინალები და პორტი გახდა.

იერიშების პარალელურად, მთელი ღამის განმავლობაში სპარსეთის ყურის ქვეყნებში ერთმანეთის მიყოლებით ცხადდებოდა საჰაერო განგაში და იხურებოდა საჰაერო სივრცე. საუდის არაბეთი, ომანი, ყატარი და ქუვეითი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებას ცდილობდნენ. მალევე გაირკვა, რომ მთავარი სამიზნე ბაჰრეინში ბაზირებული აშშ-ის მეხუთე ფლოტი გახდა.

ამ ფონზე დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი ტარიფის დაწესებაზე უარი თქვა, ამერიკის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, მან გადაწყვიტა, გადასახადი ჩაანაცვლოს სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით, რომლებსაც შეერთებული შტატები სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან გააფორმებს.

დღის ამბები