15 ივლისი 2026,   22:29
ვრცლად
კახეთში, სტიქიის ეპიცენტრში შესაბამისი უწყებები იმყოფებიან, რომლებიც აღწერენ და გეგმავენ შემდგომ ნაბიჯებს, რომ ინფრასტრუქტურის აღდგენა დროულად მოხდეს - ლევან მახაშვილი

სტიქიიდან მეოთხე დღე თელავში -კავკასიონის ქუჩიდან უკვე მთლიანად გატანილია ქვა-ღორღი და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნაწილი. მძიმე ტექნიკით, სამუშაოები ძირითადად, სეხნიაშვილის ქუჩაზე გრძელდება. სრულად აღდგენილია გაზმომარაგება და დენის მიწოდება. აქტიურად დაიწყო გუშინ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაზარალებულ სოფლებშიც, სადაც მდინარეების ადიდების შედეგად, სასოფლო სამეურნეო სავარგულები დაიტბორა. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ოპერატიული შტაბიც.

ლევან მახაშვილის განცხადებით, სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ხეობა და არაერთი სოფელი დააზიანა. მისივე თქმით, შესაბამისი უწყებები უკვე ადგილზე მუშაობენ, ზარალს აღწერენ და დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროულად აღდგენის გეგმას ამზადებენ.

"ყველა ხევი, რომელიც ჩამოდის თელავის მუნიციპალიტეტში, იყო ამ სტიქიის ეპიცენტრი და სოფლები - წინანდლიდან დაწყებული გულგულით დასრულებული არის დაზიანებული, ხევებზე განვითარებული სტიქიური უბედურების გამო.

შესაბამისი უწყებები არიან წარმოდგენილი თელავში, აღწერენ და რაც მთავარია გეგმავენ შემდგომ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ამ შედეგების ინფლაციასთან ერთად დროულად მოხდეს ამ ინფრასტრუქტურის აღდგენა," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

დღის ამბები