15 ივლისი 2026,   13:20
ვრცლად
საფრანგეთის და ესპანეთის გულშემატკივართა ნაწილი, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენებას დაესწრო

საფრანგეთისა და ესპანეთის გულშემატკივართა ნაწილი, ღამით პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენებას დაესწრო. ფეხბურთის მოყვარულები სპეციალურად მოწყობილ ფან-ზონაში, აღმართულ დიდ ეკრანზე დღესაც შეიკრიბებიან - ამჯერად არგენტინა-ინგლისის მატჩის სანახავად. კულმინაცია კი 19 ივლისს იქნება.

"რუსთავი 2-ისა" და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტი "საჯარო ჩვენების" პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე ითვალისწინებს არაერთ ღონისძიებას - ადგილზე მოწყობილია სხვადასხვა სივრცეები, ეწყობა დისკუსიები ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან, გაკეთებულია ბავშვების ზონა.

საფეხბურთო წვეულება ყოველდღე თამაშების დაწყებამდე 4 საათით ადრე იხსნება.

დღის ამბები