14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 28 ბრალდებულიდან ნაწილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
საქმე ეხება ქრთამის აღების, ყალბი დოკუმენტების დამზადების, სახელმწიფო სახსრებისა და მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულების უკანონო მოქმედებების შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში მილიონ ლარს გადააჭარბა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მასშტაბური ღონისძიება საქართველოს 9 რეგიონში ჩაატარა.