15 ივლისი 2026,   03:06
ვრცლად
15 ივლისს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

15 ივლისს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისს 11:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სიონი, გორისციხე, ვარდისუბანი, თოთი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, თიანეთის გზატკეცილსა და ნასერალის ქედის მიმდებარედ; 12:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, შერმადინის, ბატონიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები