14 ივლისი 2026,   22:37
ვრცლად
განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ფონდ "ქართუს", რომელიც მაგალითს აძლევს კერძო სექტორს თუ როგორ შეიძლება აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენი ქვეყნის გარემოს დაცვაში - დავით სონღულაშვილი

თბილისში "ურბანული ტყის" პროექტი დასრულების ეტაპზეა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განხორციელებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტარამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი, განახლებულია საფეხმავლო და ველობილიკები, მოეწყო სარწყავი სისტემა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.

პროექტის მიზანია დედაქალაქში მწვანე სივრცეების აღდგენა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

24-მილიონიან პროექტს სრულად საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აფინანსებს".

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა "ურბანული ტყის " პროექტი დაათვალიერა. 

"ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო ნიმუში, სადაც საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით შეიძლება, შენარჩუნებული იყოს ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნება, რომელიც ასე გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას და ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ფონდ "ქართუს", რომელიც მაგალითს აძლევს კერძო სექტორს თუ როგორ შეიძლება აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენი ქვეყნის გარემოს დაცვაში, - განაცხადა სონღულაშვილმა.

დღის ამბები