14 ივლისი 2026,   22:14
ვრცლად
ჰყვებიან, რომ ქვეყანაში არის ფართო აგენტურული ქსელი, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ - პოლიტიკოსები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ისინი, ვინც რუსთაველზე დგანან - ზურა ჯაფარიძე საბოტაჟის საქმეზე გამართულ პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი გრძელდება. სასამართლოზე კითხვებს უკვე უპასუხეს ვატო შაქარიშვილმა, ლევან ნიკოლეიშვილმა და ბიძინა გიორგობიანმა.

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, პროცესზე ითქვა, რომ ქვეყანაში არის ფართო აგენტურული ქსელი, რომლის ნაწილიც არიან პოლიტიკოსები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ისინი, ვინც რუსთაველზე დგას.

"ჰყვებიან, რომ ქვეყანაში არის ფართო აგენტურული ქსელი, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ - პოლიტიკოსები, მედია, პლუს არასამთავრობო ორგანიზაციები და ისინი ვინც რუსთაველზე დგას. ამბობენ, რომ ეს არის რაღაც გაშლილი, დიდი ქსელი და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც ხდებოდა რუსთაველზე, ეგ იყო კონსტიტუციური წესრიგის დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

8 პოლიტიკოსს ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის არის საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.

დღის ამბები