14 ივლისი 2026,   22:36
ვრცლად
ადგილობრივი მერიისა და "რუსთავი 2-ის" ორგანიზებით, ზესტაფონში, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევრადფინალური მატჩის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში, დიდ ეკრანზე მოხდება - ადგილზე მოწყობილია გასართობი სივრცეები

საფეხბურთო ზეიმი "რუსთავი 2"-ზე - მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს, 23:00 საათზე ესპანეთი საფრანგეთის შეხვედრა გაიმართება. მატჩს "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ტრანსლაციის ნახვა მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით სპეციალურად მოწყობილ სივრცეში შეეძლებათ.

თბილისის გარდა, სპეციალური სივრცე მოწყობილია ზესტაფონში. მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში "ფანზონა" მოეწყო. ადგილობრივი მერიის ორგანიზებით და "რუსთავი 2"-ის მხარდაჭერით, მატჩის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში, დიდ ეკრანზე მოხდება. ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულია მონიტორი, მოწყობილია, გასართობი სივრცეები და კვების ზონა.

მატჩის დაწყებამდე, ადგილზე გაიმართება ნარდის ტურნირი, მოხდება ფილმის ჩვენება, იქნება არაერთი სპორტული აქტივობა და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. აქტივობები 18:00 საათზე დაიწყო, ზუსტად 23:00 საათზე კი საფრანგეთი ესპანეთის დაპირისპირების პირდაპირი ტრანსლირება დაიწყება.

დღის ამბები