14 ივლისი 2026,   22:37
ვრცლად
ეს რეზოლუცია მიღებულია "მოსკოვის მექანიზმის" მოკვლევაზე დაფუძნებით - თაზო დათუნაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე

უკვე მეორე დღეა თბილისში შეფასებების თემაა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია. 

პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის თქმით, ეუთოს რეზოლუცია "მოსკოვის მექანიზმის" მოკვლევაზე დაფუძნებით არის დაწერილი.

"ეს რეზოლუცია მიღებულია "მოსკოვის მექანიზმის" მოკვლევაზე დაფუძნებით. ამიტომ, ვერც ერთი სიტყვა, წერტილი და მძიმე იქ ვერ შეიცვალა მარტივი მიზეზის გამო - ჯო ვილსონის დაწერილი კი არ არის ან თუნდაც ვიკერის, არამედ "მოსკოვის მექანიზმის" მოკვლევის მიხედვით არის", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

დღის ამბები