"მემარცხენე ალიანსის" ღია წერილი კაია კალასს მიმართავს - პარტია ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი პოზიცია საერთაშორისო სამართალს, ევროკავშირის წესდებასა და დიპლომატიურ ეტიკეტს არღვევს.
ალიანსის განცხადებით, კალასის მცდელობა პოლიტიკური სიმპათიებით გათიშოს საზოგადოება, დისკრიმინაციულია. პარტია შეახსენებს ევროკავშირის მაღალჩინოსანს, რომ ეუთო-ოდირის მიერ აღიარებულ არჩევნებზე მმართველ გუნდს მხარი 1 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაუჭირა, რომელთა არჩევანის იგნორირებაც დაუშვებელია.
კალასმა გუშინ განაცხადა, რომ ბრიუსელს არ სურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, მაგრამ მზად არის მხარდაჭერა ქართველ ხალხს გამოუცხადოს.