14 ივლისი 2026,   15:59
ვრცლად
ირანის განცხადებით, იორდანიაში აშშ-ის საჰაერო ბაზაზე იერიში მიიტანეს

"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა", იორდანიაში მდებარე ამერიკულ საჰაერო ბაზას ბალისტიკური რაკეტები ესროლა და იორდანელებს ამერიკული ბაზების დემონტაჟისკენ მოუწოდა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ არა მხოლოდ არ გვაქვს მტრული დამოკიდებულება თქვენი ქვეყნის მიმართ, არამედ გვიყვარხართ, კეთილშობილი ერი, რომელსაც პალესტინელი ხალხის ტკივილი და ჩაგვრა ნებისმიერ სხვა ერზე უკეთ ესმის", - ნათქვამია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, იორდანიის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ირანიდან იორდანიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი ოთხი რაკეტა ჩამოაგდეს.

დღის ამბები