14 ივლისი 2026,   14:20
ვრცლად
საქართველოში წლების განმავლობაში მოქმედებს ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც ფინანსდება და დავალებებს იღებს ქვეყნის გარედან, ამას სჭირდება არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასება - ვატო შაქარიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესები გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე იკითხებიან "ნეიტრალური საქართველოს" წევრები, რომელთა საჩივრის საფუძველზეც 2025 წელს ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

8 პოლიტიკოსს კი ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის არის საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.

პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ვატო შაქარიშვილის თქმით, ეს საქმიანობა არის უცხო ქვეყნებზე და უცხო ძალებზე, საქართველოს საწინააღმდეგო საქმიანობა, რამაც ქვეყანა არაერთხელ დააყენა სერიოზული რისკის ქვეშ.

"საქართველოში, წლების განმავლობაში მოქმედებს ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც ფინანსდება და დავალებებს იღებს ქვეყნის გარედან. ეს საქმიანობა არის უცხო ქვეყნებზე და უცხო ძალებზე, საქართველოს საწინააღმდეგო საქმიანობა, რამაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ დააყენა სერიოზული რისკის ქვეშ. შესაბამისად, ამას სჭირდება არამხოლოდ პოლიტიკური შეფასება, არამედ სამართლებრივი შეფასება. ჩვენ გვაქვს წარდგენილი ძალიან ვრცელი მასალა მათი მოქმედებათა ჯაჭვი. აგენტურული ქსელის ყველა რგოლს ჰქონდა თავისი დავალება, ეს იყო ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მედიები, NGO-ები. იყო ჩვენს მიერ დასაბუთებული, რომ არსებობს კოორდინაციის მაღალი ხარისხი აგენტურული ქსელის სხვადასხვა დანაყოფებს შორის და ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან. ეს საქმიანობა ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას. ეს არის მტრული საქმიანობა და უცხო ძალებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

დღის ამბები