14 ივლისი 2026,   05:22
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მთა ვარცლა, კაიშაურები, ქუმლისციხე და მიმდებარე სოფლებში. ამის „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 12:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში გიორგიწმინდაში და სოფელ გლდანში; 13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, ნანივრულა, ტყანჭიქედი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დღის ამბები