14 ივლისი 2026,   01:38
ვრცლად
14 ივლისიდან, თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება - მომსახურების სააგენტო

14 ივლისიდან, თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 14 ივლისიდან ქალაქ თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდება.

გამოცდაზე რეგისტრირებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად გაიარონ,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები