14 ივლისი 2026,   01:39
ვრცლად
კალასის მორიგი მცდელობა, ევროკავშირის მიერ ისრაელისთვის სანქციების დაწესების საკითხი გაეტანა, წარუმატებლად დასრულდა, მსგავსი ხრიკები საერთო ინტერესების განხორციელებას ხელს არ უწყობს - გიდეონ საარი

ისრაელსა და ევროპას შორის ურთიერთობები დიალოგსა და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს. მსგავსი ხრიკები საერთო ინტერესების განხორციელებას ხელს არ უწყობს - ასე ეხმაურება ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გიდეონ საარი ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე სანქციების საკითხის ჩავარდნას.

გიდეონ საარის განცხადებით, კაია კალასის მცდელობას მხარი არავინ დაუჭირა, თუმცა ბიუროკრატიული კამპანიის გაგრძელებას ის ახლა მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტში გეგმავს.

"კაია კალასის მორიგი მცდელობა, ევროკავშირის მიერ ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი გაეტანა, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზეც წარუმატებლად დასრულდა. კონსენსუსი ვერ შედგა. ვერც საჭირო უმრავლესობა შედგა.

სიმართლე რომ ითქვას, საერთოდაც ვერ შედგა რაიმე უმრავლესობა.

თუმცა, კალასმა გადაწყვიტა, გააგრძელოს თავისი აკვიატებული კამპანია ისრაელის წინააღმდეგ და საკითხის განხილვა ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტში გადაიტანოს, რათა კამპანიის გაგრძელება და წესების გვერდის ავლის ახალი გზების მოძიება სცადოს.

ისრაელსა და ევროპას შორის ურთიერთობები დიალოგსა და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს. მსგავსი ხრიკები საერთო ინტერესების განხორციელებას ხელს არ უწყობს," - წერს გიდეონ საარი

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები