13 ივლისი 2026,   17:21
ვრცლად
2024 წლის არჩევნების მეორე დღეს, ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე, რათა მათ გაეყალბებინათ დასკვნები - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს, ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლას ახდენდნენ ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები, რათა მათ თავიანთი დასკვნა გაეყალბებინათ.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა საერთაშორისო გამოძიების დაწყება, რადგან ეს არის საერთაშორისო დანაშაული.

"რაც შეეხება ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, ჩვენ დადასტურებულად ვიცით, მათ შორის, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც სხვადასხვა ფორმატში ამაზე ღიად ისაუბრეს, რომ 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც სადამკვირვებლო მისიას უნდა გამოექვეყნებინა პირველადი ანგარიშები, იყო თათბირი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები და იყო პირდაპირი ზეწოლა ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე, რომ მას გაეყალბებინა საკუთარი დასკვნები. ეს იყო ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიების მხრიდან. იცით, რომ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა ბატონი ბულაი, რომელიც გახლავთ "ალდეს" წევრი, ტერორისტი "ლელო" რომ ჰყავთ წევრად. ის გამოირჩევა ანტიქართული განწყობებით, არაფერს ვამბობ უკვე ევროპარლამენტზე, მათი განზრახვები გასაგებია.

კიდევ ერთე ხაზს ვუსვამ, საჭიროა ფიქრი იმაზე, მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ, რომ ეიძულებინათ ეუთოს სადამკვირვებლო მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში. ამაში ჩართული იყო ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია. ამიტომ, არ ვიცი რა მექანიზმი შეიძლება არსებობდეს, თუმცა საჭიროა დაფიქრება, რომ ამაზე ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, ვინაიდან ეს გახლავთ საერთაშორისო დონის დანაშაული, როდესაც სხვა ქვეყნის არჩევნებში, სუვერენიტეტში ჩარევა ხდება. მათ შორის, ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის მისიაზე ზეწოლა. ეს არის ფაქტი და ამაზე თვითონ სადამკვირვებლო მისიის წევრებს სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის, ჩემი თანდასწრებითაც არაერთხელ უსაუბრიათ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები