ასეთი მასშტაბის სტიქია, ბოლოს 55 წლის წინ იყო თელავში და მაშინ მოეწყო ღვარცოფისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც ფაქტობრივად დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო უფრო მძიმე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც ახლა სტიქიის ზონაში იმყოფება და მიმდინარე სამუშაო პროცესებს ადგილზე ეცნობა.
შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა შესაბამის უწყებებს, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტს, საკრებულოებს და მოხალისეებს, რომლებიც ღვარცოფისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრით სამუშაოებში არიან ჩართულნი.
"ასეთი მასშტაბის სტიქია, ბოლოს 55 წლის წინ იყო თელავში და მაშინ მოეწყო ღვარცოფისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც ფაქტობრივად დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო უფრო მძიმე. თქვენ ნახეთ პირველადმა კვლევამ რაც აჩვენა და ეს არის სი, რომ სწორედ ღვარცოფისგან დამცავმა ნაგებობებმა შეაკავეს ხეების, მორებისა და ღორღის დიდი ნაწილი. თუმცა, თვითონ მასშტაბი იმხელა იყო, რომ ბოლო გვერდი აუარა ღვარცოფმა იმ სამ ჯებირს, რომელიც ღვარცოფისგან იცავდა ქალაქს და დარჩენილი ნაწილი ჩამოვიდა ქალაქამდე.
ვნახეთ, რომ საკმაოდ მოცულობითი არის სტიქიის და დაზიანების მასშტაბი, რომელიც მიადგა. მეორე მხრივ, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც იმწამსვე ჩაერთო სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში და ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, ძირითადი ზიანი, რაც იყო მიყენებული იმ მხრივ, რომ ღვარცოფი, რომელიც გადმოტანილი იყო გზაზე და ხევს ავსებდა გაწმენდილია და ბოლოსკენ გადის ეს პროცესი. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო მოხალისეებს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კახეთის ყველა მუნიციპალიტეტს, საკრებულოებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ და მოხალისეებად მუშაობენ იმისთვის, რომ დაეხმარონ თელავს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.