13 ივლისი 2026,   15:30
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: სიტყვა ოპოზიცია ფორმალურად გამოიყენება, აგენტურაა, რომელსაც აქვს ერთადერთი დაკვეთა, რომ სიცრუითა და ცილისწამებით მოახერხონ უარყოფითი განწყობების შექმნა, საზოგადოება მარტივად არჩევს სიმართლეს და ტყუილს ერთმანეთისგან

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასე მოქმედებს ე.წ. ოპოზიცია, ფორმალურად გამოიყენება ხოლმე ეს სიტყვა, თუმცა ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელსაც აქვს ერთადერთი დაკვეთა, რომ სიცრუით, ტყუილებით, ცილისწამებით რაღაცნაირად მოახერხონ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების შექმნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სტიქიით დაზარალებულ მოქალაქესთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ტყუილს შეეხებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მარტივად იშიფრება ხოლმე მსგავსი ტყუილები.

„მთლიანობაში, დაკარგა ფასი იმ სიცრუემ, ცილისწამებამ, რასაც ვისმენდით ჩვენ, თითოეული ჩვენგანი, თითოეული ჩვენი თანამოქალაქე ამ ადამიანებისა და მათი ტელევიზიების მხრიდან წლების განმავლობაში. შესაბამისად, საზოგადოება ძალიან მარტივად არჩევს სიმართლეს და ტყუილს ერთმანეთისგან,“- აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები