ბანგკოკის პოპულარულ პაბში გაჩენილს ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 60-ზე მეტი. აქედან 22-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ვარაუდობენ, რომ ცეცხლი, ელექტროჩამრთველიდან გაჩნდა, რასაც არაერთი აფეთქება და ძლიერი დაკვამლიანება მოჰყვა.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება ნახევარ საათში შეძლეს. პირველადი ვერსიით, დიდი მსხვერპლის მიზეზად ის სახელდება, რომ შენობას საევაკუაციო გასასვლელები არ ჰქონდა. რამდენიმე ადამიანს ადგილზე ამ დრომდე ეძებენ.