13 ივლისი 2026,   01:51
ვრცლად
ადიდებული ხევი, დატბორილი ქუჩები და საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამაშველო ჯგუფები - კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

თელავში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ადიდებული ხევი, დატბორილი ქუჩები და საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამაშველო ჯგუფები - კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

12 ივლისის ღამე თელავისა და კახეთის რამდენიმე სოფლისთვის მძიმე აღმოჩნდა. დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, კომერციული ობიექტები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები. დაზიანებულია ავტომობილები და
ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა.

სტიქიის გამო რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. მთელი ღამის და დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, პოლიცია და ხელისუფლების წარმომადგენლები - შექმნილია ოპერატიული შტაბი.

 

დღის ამბები