12 ივლისი 2026,   23:33
ვრცლად
სპორტის მინისტრმა ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ჩატარდა სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსის სრული რეაბილიტაცია, რაც სპორტსმენებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, მაქსიმალურად კომფორტულ და ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სივრცე ძიუდოისტებისთვის. აგრეთვე აშენდა მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელშიც იქნება საერთო სავარჯიშო სივრცე, ასევე კრივის, ფარიკაობისა და მშვილდოსნობის სპეციალიზებული დარბაზები.

ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება კვების ბლოკის განახლების სამუშაოები.

ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ მინისტრმა და ცენტრის დირექტორმა მუხრან შამათავამ ცენტრის მწვრთნელებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ცენტრის განვითარების პერსპექტივებზე, ახალ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებსა და სპორტსმენთა ხელშეწყობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

დღის ამბები