სამართალდამცველებმა გამოავლინეს და დააჯარიმეს პირი, რომელიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ტურისტულ ქუჩაზე მდებარე ეკლესიის ეზოსთან ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა - შარდავდა.
როგორც ირკვევა, აღნიშნული მამაკაცი ესტონეთის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მოხდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული პირის იდენტიფიცირება და მისი კანონის შესაბამისად დაჯარიმება.