10 ივლისი 2026,   15:55
ვრცლად
პრემიერი ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევაზე: ყველა მიმართულებით საქართველო მოწინავეა, ვუსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას ყველა ეკონომიკური პარამეტრით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესთან

ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე და ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, ყველა ეკონომიკური პარამეტრით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესთან, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით საუბრისას, რომლის თანახმადაც "კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია."

კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მაქსიმალურად ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია კერძო სექტორის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა, ამის ნაწილია, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება კერძო სექტორის მიმართ.
ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე და ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, ყველა ეკონომიკური პარამეტრით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესთან. აქედან გამომდინარე, ეს რეიტინგი არის აბსოლუტურად ლოგიკური,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები