ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა დონალდ ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
CNN-ის ინფორმაციით კი, ამერიკელ მაღალჩინოსანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ გზით ისრაელი ცდილობს, გავლენა მოახდინოს ტრამპზე ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გაძლიერების მიზნით.
თავად შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლების მხრიდან მისი სიცოცხლისთვის არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმირებულია.