10 ივლისი 2026,   12:34
ვრცლად
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ერთ კილოგრამამდე, ასევე, 89 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები