10 ივლისი 2026,   02:15
ვრცლად
სულხან თამაზაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია​

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტების  ხელმძღვანელებს შეხვდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად კი საექსპერტო-კრიმინალისტიკური და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტები მოინახულა.

დანაყოფების ხელმძღვანელებმა მინისტრს რეგიონში არსებული ვითარების, მიმდინარე საქმიანობისა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს რეგიონში მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები