უკრაინაში საომარი მოქმედებებია. რუსეთის ძალებმა ქალაქების და დასახლებების მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა და ასამდე დრონი გაუშვეს. რეგიონების ნაწილში გამოცხადებულია საჰაერო განგაში. მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. 13 ლოკაციაზე ახლა სახანძრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
პარალელურად, საპასუხო დარტყმებს ახორციელებს უკრაინაც. რუსეთის ქალაქებში - ტვერსა და მიხაილოვსკში, უპილოტო საფრენმა აპარატებმა ნავთობპროდუქტების საცავებზე იერიში მიიტანეს. ორივე ობიექტზე ხანძარია.