08 ივლისი 2026,   22:51
ვრცლად
საქართველოს სპორტის სამინისტრომ 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატისთვის წყალსათხილამურო სპორტის ეროვნულ ფედერაციას საერთაშორისო სტანდარტის ორი ახალი კატარღა გადასცა

საქართველოს სპორტის სამინისტრომ 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატისთვის წყალსათხილამურო სპორტის ეროვნულ ფედერაციას საერთაშორისო სტანდარტის ორი ახალი კატარღა გადასცა.

24–26 ივლისს, ოქროს ტბაზე არსებულ წყალსათხილამურო სპორტულ ბაზაზე, წყალსათხილამურო სპორტში 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი გაიმართება.

ოქროს ტბაზე კატარღების პირველ საცდელ გაცურვას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო. ჩემპიონატში მონაწილეობას 120-მდე სპორტსმენი ევროპისა და აფრიკის 20 სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღებს. ჩემპიონატი ჩატარდება სამ ძირითად დისციპლინაში: სლალომი, ფიგურები და ტრამპლინზე ხტომა.

"35 წლის შემდეგ, ფოთს უბრუნდება წყალსათხილამურო სპორტიო ისტორია. როგორც მოგეხსენებათ, 2 კვირაზე ნაკლებ დროში, ოქროს ტბა უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს წყალსათხილამურო სპორტში. დღეს შესაძლებლობა მქონდა, ფედერაციისთვის გადამეცა 2 ულტრათანამედროვე კატარღა, რომელიც უმნიშვნელოვანესია მაღალი სტანდარტებით ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისათვის", - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.

დღის ამბები