08 ივლისი 2026,   03:38
ვრცლად
თამარ ტალიაშვილი, სახელმწიფო მდივნის მიწვევით, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოწვევით, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, - ინფორმაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მარკო რუბიომ დამსწრეებს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ თარიღის საზეიმო ვითარებაში, მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად აღნიშვნის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მიღება "ამერიკა 250-ის" პროექტის ფარგლებში იყო ორგანიზებული და ერთიანობისა და თავისუფლების ფასეულობების სულისკვეთებას ასახავდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის პირები, მათ შორის აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი და კომერციის მდივანი, ჰოვარდ ლუტნიკი.

დღის ამბები