სირიის ხელისუფლების ცნობით, დამასკოს ცენტრში, ემანუელ მაკრონის ვიზიტის დროს, ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ელისეს სასახლემ განაცხადა, რომ მაკრონის ვიზიტი გრძელდება. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქდა ორი ხელნაკეთი ბომბი, რომელთაგან ერთი გზის პირას გაჩერებულ მანქანაში იყო მოთავსებული, ხოლო მეორე - ნაგვის ურნაში. აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ოთხი პოლიციელია.
სამინისტრომ განაცხადა, რომ მოწყობილობები "მათი განეიტრალების მოსამზადებელი სამუშაოების დროს" აფეთქდა.
მედიის ინფორმაციით, აფეთქებები ემანუელ მაკრონის პრეზიდენტის სასახლეში მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა, სადაც ის სირიის პრეზიდენტს აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.
ცნობისთვის, სირიაში, აფეთქებები იმ სასტუმროსთან ახლოს მოხდა, სადაც საფრანგეთს პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი იყო დაბინავებული. მაკრონი ევროკავშირის პირველი სახელმწიფოს მეთაური გახდა, რომელიც ქვეყანას ეწვია მას შემდეგ, რაც ამბოხებულებმა, ალ-შარაას მეთაურობით, 2024 წელს ბაშარ ალ-ასადი დაამხეს.