07 ივლისი 2026,   14:45
ვრცლად
მივესალმებით კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს გვქონდეს პლატფორმა, სადაც შევძლებთ იმ გამოცდილების გაზიარებას, რომელიც ევროპული ინტეგრაციის პროცესში ქვეყნებს აქვთ - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბელგრადში იმყოფება.

შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ, სადამფუძნებლო კონფერენციაში.

როგორც შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მისასალმებელია, რადგან კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს ექნებათ პლატფორმა, სადაც ევროპული ინტეგრაციის პროცესში ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ.

"ჩვენ ყველანაირად მივესალმებით, რომ კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს გვქონდეს პლატფორმა, სადაც შევძლებთ გაზიარებას იმ გამოცდილებისა, რომელიც ევროპული ინტეგრაციის პროცესში ქვეყნებს აქვთ, დადებითი და უარყოფითი გამოცდილება.

მიხარია, რომ დღეს, რეალობაა და პირველი ასეთი კონფერენცია იმართება, სადაც დაფუძნდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების პლატფორმა და გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ მომავალში ამ პლატფორმის მუშაობა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე, ისე სექტორული კომიტეტების დონეზე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები