საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი თურქეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო ღნისძიებაში - "მოკავშირეები ანკარაში", მიიღებს მონაწილეობას. საგარეო საქმეთა მინისტრი ღონისძიებას სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან ერთად ესწრება.
მთავარი აქცენტი გაკეთდება უსაფრთხოების საკითხებზე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე. მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს უსაფრთხოების გზავნილებზე პანელურ დისკუსიაზე ისაუბრებს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში არჩილ კალანდია აცხადებს, რომ ღონისძიებაში მონაწილეობენ უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები.
"ამ ღონისძიებაში მონაწილეობენ ნატოს წევრი ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირები. განხილული იქნება უსაფრთხოების საკითხები მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე. თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი რეგიონი და ფართოდ ევროპისა და ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაში მაღალ დონეზეა წარმოდგენილი", - არჩილ კალანდია.