07 ივლისი 2026,   09:58
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ბელგრადში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბელგრადში გაემგზავრა. შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ, სადამფუძნებლო კონფერენციაში.

სერბეთისა და უკრაინის ინიციატივით ორგანიზებული ფორმატის მიზნად, კანდიდატ ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგის გაღრმავება, პოზიციების კოორდინაცია და ევროინტეგრაციის პროცესში ურთიერთმხარდაჭერა სახელდება.

ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი კოლეგებს სიტყვით მიმართავს, სამუშაო სესიების დასრულების შემდეგ კი, მხარეები ერთობლივ განცხადებას მიიღებენ.

დღის ამბები