06 ივლისი 2026,   22:31
ვრცლად
10 დღიანი ძიების შემდეგ აღმოჩენილი სამი პრეცედენტი - "ქართული ოცნება" გახარიას პარტიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

10 დღიანი მცდელობის შედეგად, გახარიას პარტიამ სამი შემთხვევა აღმოაჩინა, როდესაც დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა, უმრავლესობის ლიდერის თქმით, სამივე შემთხვევა ოპოზიციურმა ძალამ სოციალურ ქსელში საკუთარი ინტერპრეტაციით გაავრცელა. ირაკლი კირცხალიამ გახარიას გუნდი დეზინფორმაციის გავრცელებაში ფაქტებით კიდევ ერთხელ ამხილა.

მესამე შემთხვევა, რომელზეც გახარიას პარტია აპელირებს, სენეგალში მოხდა. თუმცა, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, რომ სენეგალის პარლამენტში დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ ორსულ კოლეგას, რაც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი გახდა. საბოლოოდ, გახარიას პარტიამ უმრავლესობის ლიდერისგან პრეცედენტის არარსებობის დადასტურებისთვის დღეს მადლობაც მიიღო.

"ქართული ოცნების" პასუხის შემდეგ, გახარიას პარტიაში დუმილი არჩიეს და "კურიერთან" კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. საპასუხოდ, "ფეისბუქზე" ახალი ქარდი გაავრცელეს. დაწერეს, რომ იპოვეს კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ კორეაში დეპუტატების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამ ინფორმაციას "ქართულ ოცნებაში" კვლავ არგუმენტებით უპასუხეს. მმართველმა გუნდმა ოპონენტებს შეახსენა, რომ სამხრეთ კორეაში მომხდარ ჩხუბში 109 დეპუტატი მონაწილეობდა და გამოძიება მხოლოდ ოპოზიციის წინააღმდეგ დაიწყო.

გახარიას გუნდისთვის მთავარი ადრესატი სახელმწიფო მინისტრია, რომელმაც ოპონენტებს პირველივე დღეს შეახსენა, რომ თუ ფიზიკური დაპირისპირება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს, გამოძიება არ იწყება, რადგან დეპუტატზე იმუნიტეტი ვრცელდება. ეს კი. სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკაა.

საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შორის ჩხუბი 26 ივნისს მოხდა, რომელსაც წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. კადრებში ჩანდა, რომ კონფლიქტი გახარიას თანაგუნდელმა, გიგა ფარულავამ დაიწყო, რომელმაც "ქართული ოცნების" დეპუტატ ირაკლი ხელაძეს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ფიზიკურ დაპირისპირებაში სხვა კანონმდებლებიც ჩაერთნენ.

დღის ამბები