06 ივლისი 2026,   18:32
ვრცლად
ანაკლიის პორტი არის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული და მნიშვნელოვანია, რომ ქმედით ნაბიჯებს სწორედ სახელმწიფო განახორციელებს - რატი იონათამიშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახელმწიფოს მიერ აშენების გადაწყვეტილება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა შეაფასა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი არის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული და მნიშვნელოვანია, რომ ქმედით ნაბიჯებს სწორედ სახელმწიფო განახორციელებს.

მისი თქმით, შუა დერეფნის დამაკავშირებლობის თვალსაზრისით, ანაკლიის პორტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მსოფლიო ეკონომიკური რუკისთვის.

"ანაკლიის პორტი არის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, რომელიც ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული და მნიშვნელოვანია, რომ ქმედით ნაბიჯებს სწორედ სახელმწიფო განახორციელებს. მით უმეტეს, შუა დერეფნის დამაკავშირებლობის, თვალსაზრისით ანაკლიის პორტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მსოფლიო ეკონომიკური რუკისთვის და მნიშვნელოვანია სწორედ, რომ ამ პოტენციალის გამოყენება მოხმარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რაც ამავდროულად უზრუნველყოფს სოციალურ უსაფრთხოებასაც", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული, ე.წ. "ლენდლორდის" მოდელით აშენდება.

ამ მიდგომის მიხედვით, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარება-მართვას თავად უზრუნველყოფს.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, "ლენდლორდის" მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის.

დღის ამბები