06 ივლისი 2026,   13:47
ვრცლად
მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილს და სწორედ ამიტომ ვარ ამ პარტიაში - დემოკრატიული ტესტი უნდა ჩააბაროს ყველამ, როგორც თავმჯდომარის თანამდებობაზე, ისე პოლიტიკური საბჭოს წევრობაზე - ლაშა ფარულავა

ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა - სააკაშვილის ფავორიტი ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციური ალიანსის ლიდერად თამარ ჩერგოლეიშვილს მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის ირგვლივაც გარემო ტოქსიკურია.

ჟორჟოლიანის აზრით, პატიმარი პრეზიდენტი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და პრემიერობის კანდიდატიც უნდა იყოს, თავად კი, საკუთარ როლს სააკაშვილსა და საზოგადოებას შორის შუამავლად ხედავს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ყველა დეტალი, მათ შორის, ვინ გახდება პარტიის ლიდერი მოახლოებულ ყრილობაზე გადაწყდება.

"მე მხარს ვუჭერ ამ პარტიაში მიხეილ სააკაშვილს და სწორედ ამიტომ ვარ ამ პარტიაში. მის ინიციატივებს არა მხოლოდ პატივს ვცემ, არამედ ჩართული ვარ ტექნიკურ სამუშაოებში, რათა მისი ინიციატივები რეალიზდეს.

დემოკრატიული ტესტი უნდა ჩააბაროს ყველამ, როგორც თავმჯდომარის თანამდებობაზე, ისე პოლიტიკური საბჭოს წევრობაზეც. საჭიროა კონკრეტული სტანდარტი, ამ სტანდარტს უნდა პასუხობდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოისურვებს კონკრეტული პოზიციის დაკავებას. ცხადია, თავად იღებენ გადაწყვეტილებას, შევიდნენ თუ არა იმ სპირალში, რომელიც გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.

დღის ამბები